“ოთარ ფარცხალაძე, მის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების ფარგლებში, უკვე გამოიკითხა” – მამუკა მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, ყოფილი გენერალური პროკურორი – ოთარ ფარცხალაძე, დაწყებული გამოძიების ფარგლებში, გამოკითხვაზე დაბარებული იყო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს მამუკა მდინარაძემ ინტერვიუს დასრულების შემდეგ მიაწოდა.

მისივე ცნობით, ფარცხალაძე გამოკითხვაზე უკვე იმყოფებოდა.

იქამდე დეპუტატი აცხადებდა, რომ გაუგებარია, რის საფუძველზე უნდა დაიბარონ ფარცხალაძე გამოკითხვაზე, როცა მტკიცებულებები არ მიუღიათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები