მიხეილ სარჯველაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, შოვის ტრაგედია საკუთარი პარტიული მიზნებისთვის გამოიყენოს და ხელისუფლება დააზიანოს, ჭეშმარიტების დადგენის მიზანი არ ამოძრავებთ
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ოპოზიციას შოვის სტიქიასთან დაკავშირებით ჭეშმარიტების დადგენის მიზანი არ ამოძრავებს.
„ნაციონალური მოძრაობის“ მცდელობა მიმართულია, რომ შოვის დიდი ტრაგედია რაღაც ფორმით საკუთარი პარტიული მიზნებისთვის გამოიყენონ და ხელისუფლება დააზიანონ, რითაც რაღაც უპირატესობა მოიპოვონ. ყველა კარგად ხვდება, რომ არავითარი მიზეზი არ არსებობს და მხოლოდ ჭარბი ემოციებით ხდება იმის გადაფარვა, რა მანკიერი ზრახვებიც ამოძრავებთ. ინსინოვაციები იყო ჯერ ვერტმფრენებზე, შემდეგ არანორმალური ბრალდებები კალაძის ოჯახზე. მოლოდინი არავის უნდა ჰქონდეს, რომ ოპოზიციას ჭეშმარიტების დადგენის მიზანი ამოძრავებს. მათი ერთადერთი მიზანია, ის ისტორიები შეთხზან, რასაც ახალი უსაფუძვლო ბრალდებების მიზეზად გამოიყენებენ“,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ინფორმაციისთვის, შოვის სტიქიასთან დაკავშირებით დღეს, ვახტანგ გომელაურს ინტერპელაციის ფორმატში პარლამენტში მოუსმენენ.