საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდებისა და ქონების გადამალვის ფაქტებზე ერთი პირი ამხილა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, იმერეთის რეგიონში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდებისა და ქონებრივი ვალდებულებისათვის თავის არიდების მიზნით, ქონების მოჩვენებითი გარიგებით გადამალვის ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა ერთი პირის მიმართ დაიწყო.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით, არ ახდენდა კომპანიის გადასახადების სრულად დეკლარირებას, რა გზითაც მან თავი აარიდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯამში 287 960 ლარის გადახდას. მათივე ცნობით, მოსალოდნელი საგადასახადო ვალდებულებისთვის თავის არიდების მიზნით, ბრალდებულმა კომპანიის საკუთრებაში არსებული 567 076 ლარის ღირებულების ქონება, მოჩვენებითი, თვალთმაქცური გარიგებით, გადააწერა მისსავე განკარგულებაში არსებულ მეორე კომპანიას, რათა საგადასახადო ორგანოებს ვეღარ მოეხდინათ ბიუჯეტის სასარგებლოდ დარიცხული გადასახადების იძულების წესით ამოღება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე და 205-ე პრიმა მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები