“მთიან ყარაბაღში მოკლული რუსი სამშვიდობოების გამო, ალიევმა პუტინს ბოდიში მოუხადა” – კრემლი
მთიან ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების დაღუპვის შემდეგ, რუსეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, – ამის შესახებ კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციაშია ნათქვამი.
აღნიშნულია, რომ საუბრისას ილჰამ ალიევმა „ბოდიში მოიხადა და ღრმა მწუხარება გამოთქვა 20 სექტემბერს ყარაბაღში რუსული სამშვიდობო კონტინგენტის სამხედრო მოსამსახურეების ტრაგიკული დაღუპვის გამო“.
კრემლის ცნობით, ალიევმა ასევე მიუსამძიმრა და გამოაცხადა მზადყოფნა გაუწიოს ფინანსური დახმარება დაღუპულთა ოჯახებს.
ასევე, აზერბაიჯანის პრეზიდენტი მომხდარის საფუძვლიან გამოძიების პირობას დებს.