“სუს-ის განცხადების შემდეგ, ოპოზიციამ ქილიკი დაიწყო, თუმცა გუშინდელმა დღემ დაადასტურა, რომ მათი ერთადერთი გეგმა და იმედი სისხლიანი რევოლუციის განვითარებაა” – მიხეილ სარჯველაძე

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადების შემდეგ, ოპოზიციამ ქილიკი დაიწყო, თუმცა გუშინდელმა დღემ ნათლად დაადასტურა, რომ მათი ერთადერთი გეგმა და იმედი სისხლიანი რევოლუციის განვითარებაა“, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„ის, რაც გუშინ მოხდა, კარგი საშუალება იყო, რათა საზოგადოებამ დაინახოს, ვის რაზე უჭირავს თვალი. თვალის ჭერა იმაზე, რომ ამ ქვეყანაში კიდევ თოფის სროლა იყოს, კიდევ სისხლი იღვრებოდეს – ამას საზოგადოება არ დაუშვებს და არავის აპატიებს, ვისაც სურვილი აქვს, ქვეყანაში ასეთი მოვლენები განავითაროს“, – განაუცხადა სარჯველაძემ „პირველ არხს“.

შეგახსენებთ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ გუშინ განაცხადა: „ჩვენ უკან დგას ჩვენი სამშობლო, ჩხუბი კი არა, იარაღზე არ დაუხევია უკან ჩვენს თანამემამულეს, სადაც იქნება შეხების წერტილი, იქ მიიღებენ პასუხს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები