ზელენსკი გაეროს უშიშროების საბჭოს რუსეთისთვის ვეტოს უფლების ჩამორთმევისკენ მოუწოდებს

Ukrainian President Volodymyr Zelenskyy speaks during a high level Security Council meeting on the situation in Ukraine, Wednesday, Sept. 20, 2023 at United Nations headquarters. (AP Photo/Mary Altaffer)

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს უშიშროების საბჭოს მოუწოდა, რომ რუსეთს ვეტოს უფლება ჩამოართვას.

მისი თქმით, ომის შეჩერება შეუძლებელია, რადგან აგრესორი ყველა მცდელობას ვეტოს ადებს და მისი ჩამორთმევა იქნება პირველი აუცილებელი ნაბიჯი.

„უკრაინელი ჯარისკაცები ბრძოლის ველზე საკუთარი სისხლის ხარჯზე აკეთებენ იმას, რაც გაეროს უშიშროების საბჭომ უნდა გააკეთოს თავისი კენჭისყრით. ისინი აჩერებენ აგრესიას და იცავენ გაერო-ს წესდების პრინციპებს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები