ნინო წილოსანი – სალომე ზურაბიშვილზე: ნათია თურნავას წარდგენაზე ბოდიშს იხდის ქალი, რომლის არჩევასაც მილიონზე მეტი ადამიანი ნანობს

მმართველი გუნდის წევრი, ნინო წილოსანი საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

“ნათია თურნავას წარდგენაზე ბოდიშს იხდის ქალი, რომლის არჩევასაც მილიონზე მეტი ადამიანი ნანობს.
მისი ახლანდელი მომწონებელი აღარ გვიმტკიცებს, რომ სალომე ზურაბიშვილი რუსეთის აგენტია, როგორც მას წინასაარჩევნოდ უწოდებდნენ?!
უღერძო ოპოზიცია და ღამურად ქცეული პრეზიდენტი”, – წერს წილოსანი.

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ეროვნული ბანკის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა თანამდებობიდან უნდა გადადგეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები