უკრაინელი ავტორის, ოქსანა დროკის წერტილოვანი ხატვის ინტერაქციული სამუშაო შეხვედრა გაიმართება

20 სექტემბერს, 15:00 საათზე, „არტისტერიუმი“ 16/202“-ის ფარგლებში, უკრაინელი ავტორის, ოქსანა დროკის წერტილოვანი ხატვის ინტერაქციული სამუშაო შეხვედრა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ნამუშევრის ცენტრალური ფიგურაა ქალი, რომელიც მყარად დგას ფეხზე, არ ეშინია ცვლილებებისა და სირთულეების, ღიაა სამყაროსთვის. მას აქვს ფესვები, რომლებიც სიცოცხლის ძალას აძლევს, მზე კი ანათებს მის გზას და ავსებს მას ენერგიით. ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ, ოქსანასთან ერთად დაასრულონ ნამუშევარი.
დროკ ოქსანა იძულებითი მიგრანტია უკრაინიდან, ხერსონის რეგიონიდან. გეოგრაფიის მაგისტრი, ნეიროპედაგოგი, ინკლუზიური განათლების მასწავლებელი. ოქსანას ინტერესის სფერო მოიცავს წერტილოვანი მხატვრობასა და ნევროგრაფიას.

მისამართი: „კუბი კონტექსტში” – თბილისი, მზიურის პარკი, ქვედა ნაწილი, ახლოს სკეიტპარკთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები