ლიტერატურული პრემია „საბა“ 2023-ის გამარჯვებულები ცნობილია
ლიტერატურული პრემია „საბა“ 2023-ის საზეიმო დაჯილდოება „შატო მუხრანში“ გაიმართა. ჟიურიმ ათ ნომინაციაში გამოავლინა გამარჯვებულები. რამდენიმე ნომინაციაში – წლის საუკეთესო პოეტური კრებული, წლის საუკეთესო ქართული თარგმანი და წლის საუკეთესო რომანი – „საბა” ორ-ორ ავტორს გადაეცა.
გამარჯვებული ნომინაციაში „წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი” – გოგა ქობალიას „ჩემი ყანა გადაიქცა მერცხლად”;
გამარჯვებული ნომინაციაში „წლის საუკეთესო პიესა” – ვალერი ოთხოზორიას „წმინდა ნაწილები”;
გამარჯვებული ნომინაციაში „წლის საუკეთესო კრიტიკა” – ნანა აბულაძის „ორივე სქესი”;
გამარჯვებული ნომინაციაში „წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა” – თეიმურაზ დოიაშვილი და ნათია სიხარულიძე – „გალაკტიონი უცენზუროდ”;
გამარჯვებული ნომინაციაში „წლის საუკეთესო ქართული თარგმანი” – გიორგი ხულორდავა აბდ ორ-რაჰმან ჯამის „ბაჰარესთანის” თარგმანისთვის;
გამარჯვებული ნომინაციაში „წლის საუკეთესო ქართული თარგმანი” – დოდო ყვავილაშვილი ხორხე ლუის ბორხესის „ფიქციების” თარგმანისთვის;
გამარჯვებული სპეციალურ ნომინაციაში „საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსია ქართულ ლიტერატურაში” – ელზა გურგენიძის „ზაოდი“;
გამარჯვებული ნომინაციაში „წლის საუკეთესო პროზაული კრებული” – ლუკა ბაქანიძის „რომელი ხარ სარდაფსა შინა”;
გამარჯვებული ნომინაციაში „წლის საუკეთესო პოეტური კრებული” – დათო ქარდავას „მეორადი ჰომეროსი”;
გამარჯვებული ნომინაციაში „წლის საუკეთესო პოეტური კრებული” – ნინი ელიაშვილის „სხვა სახელი მოუხდებოდა”;
გამარჯვებული ნომინაციაში „წლის საუკეთესო რომანი” – ივა ფეზუაშვილის „მასკარაფონე”;
გამარჯვებული ნომინაციაში „წლის საუკეთესო რომანი” – ზაზა ბურჭულაძის „ვარდის სურნელი”;
გამარჯვებული ნომინაციაში „მკითხველის „საბა” – გოდე გორგილაძის „რიო-დე-ჟანეიროს ხელმწიფე“;
ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ლიტერატურული პრემია „საბა” 2023 გადაეცა ელზა ახვლედიანს.