ნათია ხუციშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნება
18 სექტემბერს, 17:00 საათზე, პარლამენტის ეროვნულ გალერეაში ნათია ხუციშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, დაიბადა ყვარლის რაიონის სოფელ გავაზში. ცხოვრობს ბათუმში. დაასრულა ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია, თუმცა, როგორც ამბობს, ძირითად საქმედ და შემოსავლის წყაროდაც მხატვრობა აქცია.
2021 წლიდან საქართველოს მხატვართა კავშირის წევრია.
წელს ბათუმის აჭარის ხელოვნების მუზეუმში მისი პირველი პერსონალური გამოფენა გაიმართა. მონაწილეობდა თურქეთის ტრაპიზონის საერთაშორისო ჯგუფურ გამოფენაშიც.
უახლოეს მომავალში მისი პერსონალური გამოფენები იგეგმება იტალიასა და ყვარელში.
მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოში, კერძო კოლექციებში,
გამოფენა 21 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.