საფორტეპიანო დუეტის კონცერტი გაიმართება

2 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ივერი კეკენაძისა და ანასტასია რასპოპოვას (ლატვია/შვეიცარია) საფორტეპიანო დუეტი თბილისის კონსერვატორიის მუზეუმში კონცერტს გამართავს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ისინი ერთობლივად სიბელიუსის აკადემიაში სწავლის დროიდან (2018 წელი) გამოდიან და მას შემდეგ აქტიურად თანამშრომლობენ და მონაწილეობენ ფესტივალებსა და კონცერტებში: სკანდინავიაში,   ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ასევე შვეიცარიაში.
2 ოქტომბრის კონცერტის პროგრამაში ფრანგი კომპოზიტორების ნაწარმოებებია, რომელიც საფორტეპიანო დუეტმა თემატური სათაურის ქვეშ ”Prélude à la nuit” გააერთიანა. რეპერტუარი მოიცავს სენ-სანსის, დებიუსის, რაველის და პულენკის საფორტეპიანო დუეტებსა თუ სიმფონიური მუსიკის საფორტეპიანო ვერსიებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები