აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ინიციატივით კლიპის „აფხაზეთი საქართველოა“ პრეზენტაცია გაიმართა
აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ინიციატივით, ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში ქართული კულტურის ცენტრის მიერ გადაღებული კლიპის, „აფხაზეთი საქართველოა“ პრეზენტაცია გაიმართა, მოეწყო ქართული სამოსის გამოფენა, ხოლო საღამო მუსიკალურად გოგონათა ფოლკლორულმა ანსამბლმა „გუმბათმა“ გააფორმა, – ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.
„ქართული დიასპორის მხრიდან შეერთებულ შტატებში მსგავსი საღამოს გამართვა, მიზნად ისახავს, ახალგაზრდა თაობაში ქართულ-აფხაზური ურთიერთობების გაღრმავებას და მეგობრული კავშირების აღდგენას.
შოთა რუსთაველის სახელობის ქართული კულტურის ცენტრის ორგანიზებით, 1 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ ნიუ-ჯერსიში სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.