სახალხო დამცველი ვაშინგტონში ქართულ დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა აშშ-ში საქართველოს სრულუფლებიან და საგანგებო ელჩთან დავით ზალკალიანთან ერთად ვაშინგტონში ქართულ დიასპორასთან შეხვედრა გამართა.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, ლევან იოსელიანმა ემიგრანტებს ინფორმაცია მიაწოდა სახალხო დამცველის მანდატის შესახებ და გააცნო უფლებამოსილება, რომლის ფარგლებშიც ომბუდსმენის აპარატი უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საქმეების განხილვას შეძლებს. ემიგრანტები ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ორმაგი მოქალაქეობის მიღების საკითხს ასახელებენ და მნიშვნელოვნად მიიჩნევენ პროცედურების გამარტივებას.
ასევე, მწვავედ დგას არალეგალ პირთა უფლებრივი მდგომარეობაც. დიასპორის წარმომადგენლები საუბრობენ საქართველოში სოციალური კამპანიების გააქტიურების აუცილებლობაზე, რომელიც არალეგალური გზით წამომსვლელ პირთა ინფორმირებას მოახდენს არსებულ საფრთხეებზე. განიხილეს ასევე ხმის მიცემის უფლების საკითხიც. ემიგრანტები ამერიკის ტერიტორიაზე საარჩევნო უბნების დამატებას ითხოვდნენ. შეხვედრა ვაშინგტონში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები