საფრანგეთში 11-დან 26 აგვისტოს პერიოდში, როდესაც ჰაერის ანომალიური ტემპერატურა იყო, ქვეყნის 52 დეპარტამენტში ჩვეულებრივზე 400-ით მეტი სიკვდილი დაფიქსირდა.
ამის შესახებ Brusselstimes საფრანგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტო Santé publique France-ის შუალედურ შეფასებაზე დაყრდნობით წერს.
”ამ ცხელი ტალღის დროს თითქმის 400 დამატებითი გარდაცვალებაა დაფიქსირებული ყველა მიზეზით (+5,4%)”, – ნათქვამია ინფორმაციაში და აღნიშნულია, რომ ყველაზე მეტად დაზარალდნენ 75 წლის და უფროსი ასაკის ადამიანები.
გამოცემა წერს, რომ ეს შუალედური შეფასებებია, ისინი ეფუძნება, მაგალითად, სიკვდილიანობის მონაცემებს, რომლებიც ჯერ კიდევ არ არის სრული.
უპირველეს ყოვლისა, ისინი არაზუსტად აფასებენ პირდაპირ სიცხის ტალღებით გამოწვეულ სიკვდილიანობას. ამ დროისთვის მათ შეუძლიათ მხოლოდ იმის თქმა, თუ რამდენად არის გადაჭარბებული სიკვდილიანობის საშუალო მაჩვენებელი.
Santé publique France შემაჯამებელ შეფასებას შემოდგომაზე გამოაქვეყნებს.