სტიქიის მე-6 დღე – გურიაში გეოლოგები წყალდიდობისა და მეწყრისგან დაზიანებულ სახლებს სწავლობენ

გურიაში, სტიქიის ეპიცენტრში უკვე მეექვსე დღეა, გეოლოგები მუშაობენ – ისინი წყალდიდობისგან და მეწყრისგან დაზიანებულ სახლებს სწავლობენ. ადგილზე კვლავ მუშაობს მძიმე ტექნიკა.

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს პერიოდულად ხელს ცუდი ამინდი და განმეორებითი წყალმოვარდნები უშლის. მიღებულია გადაწყვეტილება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორეთში ახალი საავტომობილო ხიდის აშენების შესახებ, თუმცა, მანამდე ადგილზე დროებით გზა მოეწყობა.

აღდგენილია ელექტროენერგიის მიწოდება. რჩება წერტილოვანი შეზღუდვები ბუნებრივი აირის მიწოდების კუთხით. სასმელი წყალი კვლავ პრობლემაა რამდენიმე სოფელში.
ბოლო მონაცემებით, შეზღუდულია მანქანით გადაადგილება ჩოჩხათსა და აცანაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები