ერდოღანმა და ფაშინიანმა სატელეფონო საუბარი გამართეს
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ თაიფ ერდოღანმა და სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სატელეფონო საუბარი გამართეს.
თურქული მედიის ცნობით, ლიდერებმა სომხეთ-თურქეთის და რეგიონალური საკითხები განიხილეს.
საუბრისას ორივე მხრიდან ხაზი გაესვა, რომ გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა ხელს შეუწყობს რეგიონის ყველა ქვეყნის განვითარებასა და კეთილდღეობას.
მათ ასევე აღნიშნეს, რომ გააგრძელებენ დიპლომატიურ ძალისხმევას ამ მიმართულებით.