ევროკომისიამ ევროზონის ზრდის პროგნოზი შეამცირა
ევროკომისიის პროგნოზით, 2023-2024 წლებში ევროზონის ეკონომიკა იმაზე უფრო ნელა გაიზრდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო.
ამის შესახებ Eurointegration კომისიის პროგნოზზე დაყრდნობით წერს.
ევროზონის ხუთ უმსხვილეს ეკონომიკაში მშპ-ის და ინფლაციის შუალედურ პროგნოზებში, 2023 წელს მშპ 0,8%-ით, ხოლო 2024 წელს -1,3%-ით გაიზრდება. მაისში გაკეთებული ვარაუდით, მოყვანილი იყო ციფრი 1.1% და 1.6% იყო.
„შიდა მოთხოვნის სისუსტე, განსაკუთრებით მოხმარება, აჩვენებს, რომ მაღალი სამომხმარებლო ფასები საქონლისა და მომსახურების უმეტესობაზე, რომელიც ჯერ კიდევ იზრდება, უფრო მეტ ზიანს აყენებს, ვიდრე მოსალოდნელი იყო საგაზაფხულო პროგნოზში. ეს ხდება ენერგომატარებლებზე ფასების დაცემისა და შრომის უკიდურესად ძლიერი ბაზრის მიუხედავად, რომელზეც შეინიშნება უმუშევრობის რეკორდულად დაბალი დონე, დასაქმების მუდმივი გაფართოება და ხელფასების ზრდა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
კომისია პროგნოზირებს ევროზონაში 2023 წელს სამომხმარებლო ინფლაციას 5.6%-ის დონეზე, ხოლო 2024 წელს 2.9%-ს, რაც ევროპის ცენტრალური ბანკის 2.0%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს ბევრად აღემატება.
ევროკომისიის ვარაუდით, ევროპის უმსხვილესი გერმანიის ეკონომიკა წელს 0,4%-ით შემცირდება, მომავალ წელს გერმანიაში ეკონომიკის ზრდა ასევე დაბალი იქნება – 1,1% ადრე მოსალოდნელი 1,4%-ის ნაცვლად.