მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2497-მდე გაიზარდა
მაროკოში 8 სექტემბერს მომხდარი, 6,8 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 497-მდე გაიზარდა, 2476-ზე მეტი პირი დაშავდა, მათგან 1400-ზე მეტი კრიტიკულ მდგომარეობაშია.
ამის შესახებ ქვეყნის სამეფო შეიარაღებულ ძალებში განაცხადეს.
ნანგრევების გაწმენდა გრძელდება.
მიწისძვრის ეპიცენტრი ატლასის მთების იშვიათად დასახლებულ რაიონში, მარაკეშის სამხრეთ-დასავლეთით 71 კილომეტრში იყო. თუმცა, ბიძგები ასევე იგრძნობოდა დედაქალაქ რაბათში, კასაბლანკაში, აგადირსა და ესაუირაში.