ანტარქტიდის ყინულის საფარის აღდგენის შესაძლებლობა ქრება – ევროპული კვლევითი ინსტიტუტის ექსპერტთა დასკვნა

პოტსდამის კლიმატის ცვლილების კვლევის ინსტიტუტმა ანტარქტიდის ყინულის სტაბილურობის შესახებ კვლევის მონაცემები გამოაქვეყნა. ანთროპოგენურმა ზემოქმედებამ შეიძლება მყინვარების სრული დაკარგვა გამოიწვიოს.

ანტარქტიდის ყინულის დნობა შესაძლოა შექცევადი იყოს, მაგრამ აღდგენის ეს შესაძლებლობა თანდათან ქრება.

ამ დასკვნამდე მივიდნენ პოტსდამის კლიმატის ცვლილების კვლევის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის ავტორები.

ევროპული კვლევითი ინსტიტუტების ექსპერტთა ჯგუფმა პირველად ჩაატარა ყინულის საფარის სტაბილურობის სისტემატური ტესტირება.  მათ ვერ იპოვეს დასავლეთ ანტარქტიდაში საზღვაო ყინულის საფარის შეუქცევადი ლღობის შეჩერებისა და ყინულის მასის გამყარების დამადასტურებელი გზა. გლობალური დათბობა უკვე შეიძლება იყოს საკმარისი იმისათვის, რომ გამოიწვიოს ყინულის ნელი, მაგრამ გარდაუვალი ლღობა მომდევნო ასეულიდან ათასობით წლის განმავლობაში.

ანტარქტიდაზე, მსოფლიოს უმეტეს ნაწილში, რეკორდული ტემპერატურის ფონზე, ყინულის საფარი 2,7 მილიონი კმ²-ით მეტად შემცირდა, ვიდრე ექსპერტები ელოდნენ წლის იმავე დროსთვის.

„ეს, დაახლოებით, ათჯერ აღემატება დიდი ბრიტანეთის ფართობს. ასე რომ, ეს არის ზღვის ყინულის უზარმაზარი უარყოფითი ანომალია, როგორიც ბოლო 45 წლის განმავლობაში არ დაგვიფიქსირებია”, – განმარტავს ნორმან რატკლიფი, British Antarctic Survey-ის მეცნიერი.

ზღვის ყინულის ამ მასშტაბით კარგვა იწვევს კატასტროფულ შეფერხებას ისეთი ადგილობრივი ფაუნის რეპროდუქციაში, როგორიცაა საიმპერატორო პინგვინი. მოხსენებაში ნათქვამია, რომ ჯერჯერობით ლღობის გამყარების ნიშნები არ არის, მაგრამ ჩვენ შეიძლება უფრო მალე მივაღწიოთ უკუქცევის წერტილს…

„თუ ჩვენ არ გვინდა, რომ ეს უფრო მეტად მოხდეს მომავალში, ნამდვილად უნდა დავიწყოთ დეკარბონიზაცია (ატმოსფეროში ნახშირბადის ემისიების შემცირების პროცესი). ეს პრობლემას არ გადაჭრის, მაგრამ მოხდება ადაპტაცია, რაც ძალიან აუცილებელია”, – გვაფრთხილებს პროფესორი მარტინ ზიგერტი.

მეცნიერთა აზრით, ანტარქტიდის ყინულის სრული განადგურება ნელი მოხდება (ამას შეიძლება ასობით ან ათასობით წელი დასჭირდეს), მაგრამ მომდევნო 10 000 წელიწადში ეს მსოფლიო ზღვის დონის რამდენიმე მეტრით აწევას გამოიწვევს. ეს ყველაფერი კი, შეიძლება თანამედროვე ადამიანის ქმედებებით იყოს გამოწვეული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები