ენტონი ბლინკენი რუსეთის მიერ უკრაინულ პორტებზე მიტანილი იერიშის შესახებ: ეს რუსული მეთოდია დაბლოკოს უკრაინული ექსპორტი, აქციოს სურსათი იარაღად და აიძულოს მშიერი ხალხი ამისთვის ფული გადაიხადოს

U.S. Secretary of State Antony Blinken delivers a speech during a visit at the Romanian Athenaeum in Bucharest, Romania, on November 29, 2022. - Blinken attends the meeting of NATO Ministers of Foreign Affairs in the Romanian capital. (Photo by Vadim Ghirda / POOL / AFP) (Photo by VADIM GHIRDA/POOL/AFP via Getty Images)

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დუნაიზე მდებარე უკრაინულ პორტებზე რუსული დარტყმები დაგმო და Twitter-ზე განცხადება გაავრცელა.

„რუსეთი უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დუნაის პორტებზე თავდასხმებს განაგრძობს, სისტემატურად ანადგურებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და ამას იმისთვის აკეთებს, რომ უკრაინული მარცვლეული, რომელიც ასე არის საჭირო ღარიბი ქვეყნების მოსახლეობის გამოკვებისთვის, ბაზარზე არ დაუშვას. ეს რუსული მეთოდური სახელმძღვანელოა: დაბლოკოს უკრაინული ექსპორტი, აქციოს სურსათი იარაღად და აიძულოს მშიერი ხალხი ამისთვის ფული გადაიხადოს“, – განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები