რა ვითარებაა ამ დროისთვის გურიაში – რომელი სოფლები დააზარალა სტიქიამ (ფოტო, ვიდეო)

გურიასა და აჭარაში სტიქიას ებრძვიან. ამ დროისთვის, ნაპოვნია ერთი არასრულწლოვნის ცხედარი.

ქობულეთში დილიდან მიმდინარეობს უხვი ნალექის შედეგად გამოწვეული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები.

ძლიერი წვიმის შედეგად, მდინარე აჭყვა კალაპოტიდან გადმოვიდა, რამაც ქალაქში რამდენიმე მისამართზე დატბორვა გამოიწვია.

გურიის რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო, ადიდებულია მდინარეების კალაპოტები, ჩამოწოლილია მეწყერი, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ხიდები და სოფლებთან დამაკავშირებელი გზები.

სტიქიის ადგილებზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების წარმომადგენლები, ასევე, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს სამუშაოები.

სტიქიამ გურიის რეგიონში ზიანი მიაყენა სოფელ ჯუმათს, სუფსას, ჯიხანჯირს, ჩოჩხათს, მამათს.

ამ დროისთვის, მაშველების მიერ ძებნის ღონისძიების ფარგლებში, 1 არასრულწლოვანის ცხედარია ნაპოვნი. 2 ადამიანის ძიება გრძელდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო რეგიონში მყოფ მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან და დაემორჩილონ ადგილზე მყოფ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მითითებებს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მდინარე ლესის წყლის ადიდების გამო, სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზის გარკვეულ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ამ დროისთვის შეზღუდულია.

     სოფელი ომრეთი

 სოფელი ორაგვე

 სოფელი ნინოშვილი

        სოფელი ჭინათი

          სოფელი ხორეთი

 გურია-ლესის მაგისტრალი

ლანჩხუთი,ჟორდანიას ქუჩა

       სუფსის ხიდი-გურია

 ქობულეთი

სოფელი სუფსა

ოზურგეთი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები