კამალა ჰარისი: კიმ ჩენ ინისა და პუტინის მოსალოდნელი შეხვედრა „უზარმაზარი შეცდომა“ იქნება

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის განცხადებით, მოსკოვისთვის იარაღის პოტენციური მიწოდების შესახებ ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის მოსალოდნელი შეხვედრა „უზარმაზარი შეცდომა“ იქნება.

როგორც მან CBS News-თან ინტერვიუში აღნიშნა, იდეა, რომ ისინი უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთს საბრძოლო მასალით მოამარაგებენ, დიდი შეცდომა იქნება.

„მჯერა, რომ ეს როგორც რუსეთის, ასევე ჩრდილოეთ კორეის ეს კიდევ უფრო იზოლირებას გამოიწვევს.

ძალიან აშკარაა, რომ რუსეთი ღრმა სასოწარკვეთილებაშია. მათ უკვე განიცადეს სტრატეგიული მარცხი. ამ ყველაფრის დასაწყისში, წელიწად-ნახევრის წინ, ექსპერტებმა თქვეს, რომ ეს რამდენიმე დღეში დასრულდებოდა, თუმცა უკრაინელები კვლავ იბრძვიან“, – განაცხადა ჰარისმა.

The New York Times-ის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი მიმდინარე თვეში რუსეთში ვიზიტს გეგმავს, რათა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდეს და რუსეთისთვის უკრაინის წინააღმდეგ ომში მეტი იარაღის მიწოდების შესაძლებლობის საკითხის განიხილოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები