რუმინეთში რუსული დრონის შესაძლო ჩამოვარდნას ნატოში გამოეხმაურნენ

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ბუქარესტის ინფორმაციას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ დუნაის მახლობლად აღმოჩენილი ფრაგმენტები შესაძლოა, რუსული „შაჰედის“ ნამსხვრევები იყოს.
ამის შესახებ The Guardian-ი წერს.

 

„ჩვენ ვაგრძელებთ სიტუაციის მჭიდრო მონიტორინგს და ვიმყოფებით კავშირზე ჩვენს მოკავშირე რუმინეთთან“, – განაცხადეს ნატოში.

 

4 სექტემბერს უკრაინამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ იზმაილსა და რენიზე “შაჰედების” თავდასხმის დროს რუმინეთის ტერიტორიაზე ორი დრონი ჩამოვარდა.

 

თავიდან, რუმინულმა მხარემ ინციდენტი კატეგორიულად უარყო.

 

თუმცა, 6 სექტემბერს ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა დაადასტურა, რომ რუმინეთის მხრიდან დუნაის სანაპიროზე უპილოტო თვითმფრინავის ნამსხვრევების მსგავსი ფრაგმენტებია ნაპოვნი და ისინი ექსპერტიზაზე გაგზავნეს.

 

ამის შემდეგ რუმინეთის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა გამოაცხადა სასწრაფო გამოძიების აუცილებლობა და თუ დადასტურდა, რომ ეს “შაჰედის” ფრაგმენტებია, რუმინეთი ვითარებას “აბსოლუტურად მიუღებლად” ჩათვლის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები