გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა.
როგორც გერმანიის მთავრობის კანცელარიაში აცხადებენ, საუბარია საბრძოლო მასალისა და სამხედრო ტექნიკის მიწოდებაზე. აღნიშნულია, რომ ახალი პაკეტი არის იმ დიდი მხარდაჭერის პროგრამის ნაწილი, რომელსაც გერმანია უკრაინას უწევს.
კერძოდ, დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს: 10 000-ზე მეტ საბრძოლო მასალას Gepard საზენიტო იარაღისთვის; 8,5 მილიონზე მეტ ვაზნას; 27 ათას 40 მმ-იან საბრძოლო მასალას; Zetros-ის ტიპის 32 სატვირთოს; 4 მძიმე ტრაქტორს მისაბმელიანი ტანკების გადასატანად; 4 სასაზღვრო მანქანას; 20 ათას დამცავ სათვალეს ჯარისკაცებისთვის და ჯავშნიანი ხიდის მშენებელს.