ოლეგ ნიკოლენკო: მოვუწოდებთ მსოფლიოს, მკაცრად დაგმოს რუსეთის პრეზიდენტის ანტისემიტური განცხადებები

მოვუწოდებთ მსოფლიოს, მკაცრად დაგმოს რუსეთის პრეზიდენტის ანტისემიტური განცხადებები, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ოლეგ ნიკოლენკო სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მან აღნიშნა, თანამედროვე მსოფლიოში ეთნიკური ნიშნით ზიზღის ადგილი არ უნდა იყოს.

„უკრაინის პრეზიდენტის ეთნიკურ წარმომავლობაზე პუტინის ქრონიკული ფიქსაცია რუსულ ელიტებში ღრმად გამჯდარი ანტისემიტიზმის მორიგი გამოვლინებაა. მოვუწოდებთ მსოფლიოს, მკაცრად დაგმოს რუსეთის პრეზიდენტის ანტისემიტური განცხადებები. თანამედროვე მსოფლიოში ეთნიკური ნიშნის ზიზღის ადგილი არ უნდა იყოს“, – წერს ნიკოლენკო Facebook-ზე.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ „დასავლელმა კურატორებმა უკრაინის სათავეში ეთნიკური ებრაელი დააყენეს, რათა დაფარონ თანამედროვე უკრაინის ანტიადამიანური არსი“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები