ჩინეთს ტაიფუნმა „ჰაიკუიმ“ გადაუარა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სტიქიამ ძლიერი წვიმა, ქარი და წყალდიდობა გამოიწვია.
ტაიფუნის გამო, სტიქიის ზონიდან დაახლოებით 114 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია ერთი დაღუპულის შესახებ.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რამდენიმე ქალაქში დაიხურა სკოლები, გაუქმდა ფრენები ფუჟოუს და კუანჟოუს ორ აეროპორტში, დაიხურა ტურისტული ადგილები და პარკები, შეჩერებულია სანაპირო და სამდინარო ტრანსპორტის მუშაობა.
ვიდეო: „ალ-ჯაზირა“