“სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ორმხრივი სროლა მოხდა” – აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა გამთენიისას “ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს აზერბაიჯან-სომხეთის პირობით საზღვარზე”.

უწყების ცნობით, ადგილობრივი დროით 07:20 საათზე, სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა ცეცხლი ბასარკეჩარის რაიონის დასახლება იუხარა შორჯას მიმართულებით მდებარე პოზიციებიდან გახსნეს.

თავდაცვის სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა საპასუხო ზომები მიიღეს.

სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა რამდენიმე დღის წინ დაიძაბა.

მთიანი-ყარაბაღის ე.წ. თავდაცვის უწყების განცხადებით, 3 სექტემბერს, დაახლოებით 14:20 საათზე აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ჩანკატაგას მიმართულებით და გამოიყენეს მცირე ზომის იარაღი და AGS-17 ყუმბარმტყორცნები. აზერბაიჯანელმა სამხედროებმა წყალგამტარს გაუხსნეს ცეცხლი.

სომხური მედიისთვის გახდა ცნობილი, რომ ცეცხლის გახსნის შედეგად სომხეთის მხრიდან ერთი სამხედრო დაიჭრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები