პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა დღეიდან იწყება
პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა დღეიდან იწყება. რამდენიმე საათში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა შედგება, რის შემდეგაც კანონმდებლები საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენი ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებენ.
ამ ეტაპზე, საჭიროა 50 დეპუტატის თანხმობა, თუმცა, შემდეგ იმპიჩმენტის პროცედურის ბოლომდე მისაყვანად უკვე 100 კანონმდებლის ხელმოწერაა აუცილებელი, რის მიღწევასაც უმრავლესობა ოპოზიციის გარეშე ვერ შეძლებს – ოპოზიცია კი სალომე ზურაბიშვილს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.