გურამ მაჭარაშვილი – ზურაბიშვილზე: ის გახდა პირველი პრეზიდენტი, რომლის მიმართაც ოფიციალურად დაიწყება იმპიჩმენტი
“ხალხის ძალის” წევრი გურამ მაჭარაშვილი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს გამოეხმაურა.
“პრეზიდენტმა ხალხს რაც დაჰპირდა, აბსოლუტურად ყველაფერი უკუღმა გააკეთა. ამბობდა, რომ ქვეყნის გამაერთიანებელი ვიქნებიო და პოლარიზების სიმბოლო – გვარამია შეიწყალა.
ამბობდა, რომ ვიბრძოლებ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოსო და ამ დროს ოფიციალურად განაცხადა, რომ საქართველომ დამსახურებულად არ მიიღო კანდიდატის სტატუსი.
ამბობდა, რომ კონსტიტუციის გარანტი ვიქნებიო და ამ დროს რამდენჯერმე და ბოლოს უხეშად დაარღვია კონსტიტუცია.
ის გახდა პირველი პრეზიდენტი, რომლის მიმართაც ოფიციალურად დაიწყება იმპიჩმენტი“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.