სამხრეთ აფრიკაში მაღალსართულიან კორპუსში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 63-მდე გაიზარდა

სამხრეთ აფრიკის ქალაქ იოჰანესბურგში მაღალსართულიან კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 63-მდე გაიზარდა.

ამის შესახებ მედიას ქალაქის საგანგებო სამსახურის წარმომადგენელმა, რობერტ მულაუძიმ განუცხადა.

„დაღუპულთა რიცხვი, ამ დროისთვის, 63 ადამიანია“, – განაცხადა მულაუძიმ.

მისივე ინფორმაციით, დაშავებულთა რიცხვი 40-ს აღემატება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები