მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა სადებიუტო შეხვედრაში კაბო-ვერდე დაამარცხა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. ქართული კალათბურთისთვის ისტორიულ მატჩში ილიას ზუროსის გუნდმა კაბო ვერდეს სძლია – 85:60.

საქართველოს ნაკრებმა მატჩი შემდეგი ხუთეულით დაიწყო – რატი ანდრონიკაშვილი, ტად მაკფადენი, დუდა სანაძე, თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი, თუმცა მატჩის დასრულებამდე, მსოფლიო ჩემპიონატის სადებიუტო თამაშში მონაწილეობის მიღება საქართველოს ნაკრების 12-ვე მოთამაშემ შეძლო.

საქართველოსა და კაბო-ვერდეს შორის მატჩი იაპონიის კუნძულ ოკინავაზე შედგა.

შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები იაპონიის კუნძულ ოკინავაზე 28 აგვისტოს, სლოვენიის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები