პირველად საქართველოში, კავკასიელ მათემატიკოსთა ორდღიანი კონფერენცია გაიმართა

   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს მათემატიკოსთა კავშირისა და მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ორგანიზებით, პირველად საქართველოში, კავკასიელ მათემატიკოსთა ორდღიანი კონფერენცია გაიმართა.
როგორც სამინისტროშ აცხადებენ, კონფერენცია ევროპის მათემატიკური საზოგადოების ეგიდით ჩატარდა და მასში კავკასიისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მათემატიკოსთა საზოგადოების 300-მდე ცნობილი წარმომადგენელი მონაწილეობდა. მონაწილე ქვეყნებს შორის იყო: აშშ, დიდი ბიტანეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, ირანი, საქართველო, რუსეთი, სომხეთი.
მათივე ცნობით, ანალოგიური მასშტაბისა და მნიშვნელობის მათემატიკოსთა კონფერენცია საქართველოში პირველად გაიმართა. მომავალში კონფერენცია ყოველწლიური გახდება და სხვადასხვა ქვეყანაში გაიმართება.
მეცნიერების განვითარება და პოპულარიზაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, ამ მიზნით, სამინისტრო არაერთ პროექტს ახორციელებს, ფინანსდება სხვადასხვა მიმართულების სამეცნიერო კვლევები და პროექტები, მიმდინარეობს სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები