ღამით რუსეთის დედაქალაქზე უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმა განხორციელდა. ინფორმაციას მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი და რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათი განცხადებით, უპილოტო საფრენი აპარატი ისტრას რაიონში ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ ჩამოაგდო, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
რუსული მედიის ცნობით, დროებით დაიკეტა მოსკოვის აეროპორტები, სადაც ოცზე მეტი რეისი გადაიდო, რვა კი – გაუქმდა.