დიმიტრი ხუნდაძე: ვულოცავ უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს! ვუსურვებ ამ გამანადგურებელი ომის მალე გამარჯვებით დასრულებას, სიმშვიდესა და კეთილდღეობას!

„უკრაინას ვუსურვებ ხელისუფლების მაღალი პოლიტიკური გონიერებით ცხოვრების გაგრძელებას. მათი მშვიდობისთვის მზრუნველი, რეალური მეგობრების ცნობასა და დაფასებას!” – ამის შესახებ „ხალხის ძალის” ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ, სოციალურ ქსელში დაწერა.

მან უკრაინას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. უსურვა ქვეყანაში მშვიდობისა და სამართლიანობის აღდგენა და ცხოვრების მაღალი პოლიტიკური გონიერებით გაგრძელება.

„ვულოცავ უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს! თავისუფლებაზე დიდი მიღწევა არც ერთი ერისთვის არ არსებობს და უფალმა ინებოს, დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ყველა ხალხის ბრძოლა გამარჯვებით დასრულებულიყოს! უკრაინელ ხალხს ვუსურვებ ამ გამანადგურებელი ომის მალე გამარჯვებით დასრულებას, სიმშვიდესა და კეთილდღეობას! ასევე, უკრაინას ვუსურვებ ხელისუფლების მაღალი პოლიტიკური გონიერებით ცხოვრების გაგრძელებას. მათი მშვიდობისთვის მზრუნველი, რეალური მეგობრების ცნობასა და დაფასებას!” – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები