“რუსეთი მზად არის უპასუხოს უკრაინის კრიზისის მოგვარების სერიოზულ წინადადებებს” – ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, მოსკოვი ღიაა უკრაინის კრიზისის დიპლომატიური გადაწყვეტისთვის და მზად არის უპასუხოს სერიოზულ წინადადებებს.

მისი თქმით, რუსეთი უაღრესად აფასებს მშვიდობის მისაღწევად​ შუამავლობასა და ჰუმანიტარულ ინიციატივებს.

„ჩვენ ყოველთვის ღია ვიყავით და ვრჩებით კრიზისის დიპლომატიური გადაწყვეტისთვის და მზად ვართ, ვუპასუხოთ სერიოზულ წინადადებებს“, – განუცხადა ზახაროვამ ბრაზილიურ საინფორმაციო სააგენტოს Brasil de Fato-ს და აღნიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლებამ შეწყვიტა და აკრძალა მოსკოვთან მოლაპარაკებები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები