საბერძნეთში ამ დროისთვის ტყის ხანძრების გაკონტროლება ვერ ხერხდება.
Kathimerini შესაბამის უწყებებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ უკვე ტყის 23 000 ჰექტარზე მეტია დამწვარი.
სახანძრო სამსახურში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ცეცხლის გაკონტროლება 4 სხვადასხვა ლოკაციაზე ვერ ხერხდება, და პირიქით, ძლიერი ქარის შედეგად, ალი სულ უფრო სწრაფად ვრცელდება.
კერძოდ, ორი ხანძარი, რომელიც გუშინ გაჩნდა – ხოსტიასა და ტარსოსში, უკონტროლობის გამო, სავარაუდოდ, გაერთიანდება. თვითმფრინავებს ცეცხლის ქრობაში ხელს ძლიერი ქარი უშლის, ხოლო ძლიერმა დაკვამლიანებამ მთელი ტერიტორია დაფარა.
ასევე, მასშტაბური ზომები მიიღო ხანძარმა იულიკაში, ცეცხლი 5 კილომეტრის ფართობზეა გავრცელებული, ლამიის მიმართულებითაც ეროვნული გზის მარჯვენა გორაზე.
მოშოპოდში ხანძარმა სწრაფად მიიღო ძალიან დიდი მასშტაბები, მის წინ ტყიანი ტერიტორიაა და არსებობს ვარაუდი, რომ ცეცხლმა, შესაძლოა ბანაკამდეც მიაღწიოს.