ჟვანიას სკოლაში პროგრამის ,,ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდების ინტეგრაცია“ განხორციელება დაიწყო
კურსი 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება. მსმენელები სატრენინგო პროცესთან ერთად ჩაერთვებიან როგორც შემეცნებით – საგანმანათლებლო, ასევე სოციალურ აქტივობებში. გაეცნობიან ქართულენოვან საზოგადოებას, გარემოს, გაიზიარებენ თანატოლების გამოცდილებას, განივითარებენ სწრაფი ადაპტაციის და ქართულ ენაზე კომუნიკაციის უნარებს, მიიღებენ ინფორმაციას სახელმწიფო სერვისებსა და განათლების მიღების შესაძლებლობებზე, მათ უფლებებზე, დაცულობაზე და მულტიკულტურიზმზე. სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეები შეძლებენ განივითარონ მულტიკულტურულ გარემოსა და საზოგადოებაში სწრაფი და მარტივი ადაპტაციისთვის საჭირო უნარები; გააანალიზონ საკუთარი უფლება-მოვალეობები, როგორც სახელმწიფოს, ასევე საზოგადოების წინაშე; დამოუკიდებლად მოიძიონ ინფორმაცია სახელმწიფო სერვისების მიღების შესაძლებლობების შესახებ; გაეცნონ მათთვის სასურველ საგანმანათლებლო პროგრამებსა და სერვისებს; მიზნობრივად გამოიყენონ სახელწიფო ენა რეალურ სივრცეში.