„ბოროტი ვარ, ეს მე გავაკეთე“ – ახალშობილების მკვლელობისთვის ბრიტანელ მედდას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

მანჩესტერის სასამართლომ მედდას, ლუსი ლეტბის 7ახალშობილის მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ქალს არც ვადაზე ადრე გათავისუფლებასა და არაც შეწყალებაზე განაცხადის შეტანის უფლება ექნება.

მედია წერს, რომ ბრიტანეთის სასამართლოს ისტორიაში ეს არის ყველაზე მკაცრი განაჩენი.

ლეტბი დიდი ბრიტანეთის სასამართლო ისტორიაში მეოთხე ქალი გახდა, რომელსაც სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

მედდამ განაჩენის გამოცხადების დროს სასამართლოს დარბაზში ყოფნაზე უარი თქვა.

ლუსი ლეტბის შვიდი ჩვილის ჰყავს მოკლული, მას ასევე ექვსის მოკვლის მცდელობა ჰქონდა.

33 წლის ქალი ჩვილებს 2015-2016 წლებში საავადმყოფოში კლავდა.

მათ სისხლსა და კუჭში ჰაერი შეჰყავდა, რძით ზედმეტად კვებავდა, ინსულინით წამლავდა და ფიზიკურადაც უსწორდებოდა.

პროკურორების მტკიცებით, მედდა ჩვილების გარდაცვალების შემდეგ კოლეგებსა და ახალშობილის ოჯახის წევრებს ატყუებდა, რომ ისინი გარკვეული მიზეზების გამო გარდაიცვალნენ.

პოლიციამ გამოძიების დროს ლეტბის სახლის ჩხრეკისას იპოვა ხელნაწერი ჩანაწერები, მათ შორის, ერთი, რომელშიც ეწერა: „ბოროტი ვარ, ეს მე გავაკეთე“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები