„ურთულესი მდგომარეობაა, ავადმყოფი ნეაპოლიდან რეანიმობილით არის გადმოსაყვანი“ – თინათინ ბუთხუზს საზოგადოების დახმარება სჭირდება

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ემიგრანტ თინათინ ბუთხუზს საზოგადოების დახმარება სჭირდება.

მისი თქმით, პაციენტის მდგომარეობა რთულია და ნეაპოლიდან რეანიმობილით გადმოყვანას საჭიროებს.

„ურთულესი მდგომარეობაა. ავადმყოფი ნეაპოლიდან რეანიმობილით არის გადმოსაყვანი და ამის ფინანსური საშუალება არ არსებობს. რაღაცნაირად დავეხმაროთ, რა.

თიკო ბუთხუზის პოსტს, უცვლელად გთავაზობთ:

გთხოვთ, გააზიაროთ მეგობრებო. გადავარჩინოთ ჩვენი ქეთო (თინათინ) ბუთხუზი.

გადავარჩინოთ კიდევ ერთი ემიგრანტი რომელიც სიცოცხლისთვის იბრძვის! შეგახსენებთ, რომ ქეთი მამიდა (თინათინ ბუთხუზი) თვეზე მეტია იმყოფება ნეაპოლის რეანიმაციულ განყოფილებაში ხელოვნურ სუნთქვაზე (ინსულტი, გულის ინფარქტი) და საჭიროებს საქართველოში გადმოყვანას რეანიმობილის საშუალებით! თუ ვინმეს შეგიძლიათ, გთხოვთ დაეხმაროთ თუნდაც 1 ლარით“, – წერს გოგა ჩანადირი Facebook-ზე.

მისი ანგარიშის ნომერია – საზღვარგარეთიდან:

BAGAGE22 Swift #GE69BG0000000557422290BAGAGE22

ტელეფონის ნომერი +39 3311146332

საქართველოს ბანკი –  #GE69BG0000000557422290

ტელეფონის ნომერი 574219651

Ria-გზავნილი Tinatini Butkhuzi (პაციენტი) შვილი მიიღებს მინდობილობის საშუალებით.

მეტის გასაგებად იხილეთ ბმული:

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები