თემურ მღებრიშვილი – შოვში ნაპოვნ 27-ე ცხედარზე: სავარაუდოდ ზრდასრული მამაკაცია
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, შოვში სტიქიის ზონაში დღეს ნაპოვნი ცხედარი სავარაუდოდ მამრობითი სქესისაა.
მისივე თქმით, ცხედარი ამ დროისთვის პროზექტურაშია გადასვენებული.
“როგორც გუშინ მოგახსენეთ, სტიქიის ეპიცენტრში ფაქტობრივად დასრულებული გვაქვს დამეწყრილი ტერიტორიის გადამოწმება და დილიდან აქტიურად დავიწყეთ მდინარის კალაპოტში მძიმე ტექნიკის შეყვანა და საძიებო სამუშაოების გაფართოება. დღეს, დაახლოებით ნახევარი საათის უკან, საპატრულო მონიტორინგის მე-8 სექტორზე, ეს არის დაახლოებით 25-ე კილომეტრი სტიქიის ეპიცენტრიდან, ნანახი იქნა ცხედარი, რომელიც მაშველების მიერ არის მდინარიდან გამოსვენებული და ამ დროისთვის პროზექტურაშია გადაყვანილი.
დიდი ალბათობით მამრობითი სქესის არის. არ არის მცირეწლოვანი, არის ზრდასრული, სავარაუდოდ მამაკაცი. ქუთაისში სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში არის გადაყვანილი”,- განაცხადა მღებრიშვილმა.