“ნატო მხარს დაუჭერს კიევს გამარჯვებამდე, მაგრამ გვაქვს დისკუსია, თუ როგორ დავასრულოთ ეს ომი” – სტოლტენბერგი

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინა ნელა, მაგრამ იბრუნებს თავის მიწებს.

მისი თქმით, ნატო გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას მის გამარჯვებამდე. ამის შესახებ ალიანსის ხელმძღვანელმა ნორვეგიაში გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, წერს BBC.

უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, მან აღნიშნა, რომ აშშ-ს კონგრესში ორივე პარტიას შორის არის ფართო შეთანხმება.

ამავე დროს, სტოლტენბერგმა აღიარა, რომ ნატოში შიდა დისკუსიები გრძელდება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა დასრულდეს ეს ომი და რეგიონში მშვიდობა იყოს მიღწეული.

ნატოს გენერალური მდივანი ასევე ბირთვული იარაღის საკითხსაც შეეხო.

მისი თქმით, ნატო არ აფიქსირებს რუსეთის ბირთვულ ძალებში რაიმე ცვლილებას და, შესაბამისად, ალიანსი ვერ ხედავს მიზეზს, შეცვალოს რაიმე მიდგომა ამ სფეროში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები