ვიაზრებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას და გულწრფელად ვიხდით ბოდიშს – Black Sea Arena

Black Sea Arena Killers-ის კონცერტზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. კომპანია მსმენელს ბოდიშს უხდის.

„გვესმის ჩვენი სტუმრების ემოციების. არტისტის მოქმედება სცენაზე არ არის Black Sea Arena-ს პოზიცია. ვიაზრებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას, გულწრფელად ვიხდით ბოდიშს. რუსეთი ოკუპანტია”, – წერს კომპანია Facebook-ზე.

ცნობისთვის, Black Sea Arena-ზე კონცერტის დროს, The Killers-ის სოლისტმა აუდიტორიიდან სცენაზე რუსი დრამერი აიყვანა, რასაც ხალხის პროტესტი მოჰყვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები