საქართველოს ბანკი ინფლაციური მოლოდინებისა და ეკონომიკური აქტივობის შესახებ ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა გამოკითხვის ივლისის თვის შედეგებს აქვეყნებს

საქართველოს ბანკი ინფლაციური მოლოდინებისა და ეკონომიკური აქტივობის შესახებ ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა გამოკითხვის ივლისის თვის შედეგებს აქვეყნებს, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:

“ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა მიხედვით, ივლისში ივნისთან შედარებით ინფლაციური მოლოდინები გაზრდილია. კერძოდ, მომატებულია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო 1 წლის მანძილზე ფასების ზრდას 8%-ზე მეტად ფიქრობენ.
ამავდროულად, ივლისის თვეში მომატებულია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებმაც 1 წლის შემდგომ მოსალოდნელი ფასების ზრდა 2%-4%-თან ახლოს დააფიქსირეს. ამის საპირისპიროდ, დაიკლო იმ რესპოდენტთა რაოდენობამ, რომლებიც სამომხმარებლო ფასების ცვლილებას 0%-თან ახლოს ელოდებიან. ამავე გამოკითხვის მიხედვით, ივლისში ივნისთან შედარებით სამწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები გაზრდილია. კერძოდ, ივნისთან შედარებით, მომატებულია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც ფასების მატებას 6%-8%-იან ზრდის ინტერვალსა და 8%-ზე მეტად გაზრდას ელოდებიან. ამის საპირისპიროდ, დაკლებულია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო სამი წლის მანძილზე საშუალოდ ფასების ზრდას 0%-თან ახლოს ფიქრობენ.
გამოკითხულთა აზრით, საკუთარ პროდუქციაზე/მომსახურებაზე ფასების ზრდის მოლოდინი 1 წლიან პერიოდში მომატებულია. კერძოდ, ივლისში ივნისთან შედარებით გაზრდილია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც საკუთარ პროდუქტზე ფასების მატებას 6%-8%-იან ინტერვალში მოიაზრებენ. მეორე მხრივ, შემცირდა იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ცვლილებას 0%-2%-თან ახლოს ინტერვალში ფიქრობენ.
ამავე გამოკითხვის მიხედვით, ივლისში ივნისთან შედარებით მოლოდინები ხელფასების ცვლილებაზე გაზრდილია. მომატებულია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების მატებას 20%-30%-ის ფარგლებსა და 30%-ზე მეტად ფიქრობენ. მეორე მხრივ, დაკლებულია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების მატებას 0%-10%-იან ფარგლებში ელოდებიან.
გამოკითხულთა აზრით, ივლისში კომპანიაში წარმოებისათვის საჭირო რესურსების ათვისების დონე (კომპანიის რესურსების რეალური გამოყენება, მაქსიმალურ გამოყენებასთან შედარებით) ივნისთან შედარებით მცირედით გაზრდილია”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
R

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები