შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს

 

შოვში, სტიქიის ზონაში სამძებრო ღონისძიებების ფარგლებში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა თემურ მღებრიშვილმა განუცხადა.
“აღმოჩენილია ცხედარი მდინარე რიონის კალაპოტში. ამ დროისთვის, ცხედრის ამოსვენების ღონისძიება მიმდინარეობს. გარდა ამისა ნაპოვნია ადამიანის სხეულის ქვედა კიდური და მიმდინარეობს აქტიური საძიებო სამუშაოები. მინდა ასევე, დავამატო რომ დღეს რაც მიმდინარეობს მონიტორინგის მდინარეზე, ეს პირველივე დღიდან ხორციელდება, თუმცა ჩვენ ახლა უკვე პერიმეტრის გაზრდაზე ვსაუბრობთ. ამ დროისთვის მონიტორინგი 30 კილომეტრის პერიმეტრზე მიმდინარეობს და დღის ბოლომდე, ან ხვალ დილიდან 54 კილომეტრიან პერიმეტრზე გავალთ. ეს არის ამბროლაურის ტერიტორია და ვეცდებით, რომ მაქსიმალურად ეფექტურად მოხდეს მონიტორინგი მდინარეს კალაპოტში”,- აღნიშნა მღებრიშვილმა.

ამ დროისთვის, შოვში მომხდარი სტიქიას ოფიციალური მონაცემებით 22 ადამიანი ემსხვერპლა.სტიქიის ზონაში კიდევ 11 ადამიანს ეძებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები