შინდისის ბრძოლიდან 15 წელი გავიდა

შინდისის ბრძოლიდან 15 წელი გავიდა. რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.
დღეს სოფელ შინდისთან მდებარე მემორიალთან დაღუპულ გმირებს ოჯახის წევრები, რიგითი მოქალაქეები და პოლიტიკოსები მიაგებენ პატივს.
აღსანიშნავია, რომ 2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისში, რკინიგზის სადგურთან საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული უთანასწორო ბრძოლაში ჩაება. ბრძოლა, დაახლოებით, ორ საათს გაგრძელდა. ქართველმა ჯარისკაცებმა რუსებს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები