გოჩა მირცხულავა: თუ ვინმე იტყვის, რომ მწერლობა არ იცნობს ქეთევან დუმბაძეს, როგორც შემოქმედს, ეს მათი პრობლემაა – იგი არაერთი წიგნის მთარგმნელია და საკმაოდ კარგი

თუ ვინმე იტყვის, რომ მწერლობა არ იცნობს ქეთევან დუმბაძეს, როგორც შემოქმედს, ეს მათი პრობლემაა – იგი არაერთი წიგნის მთარგმნელია და საკმაოდ კარგი, – ასე ეხმაურება ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა მწერალთა სახლის ახალ ხელმძღვანელად საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ქეთევან დუმბაძის დანიშვნის საკითხს.

„ნატა ლომოურზე კარგის მეტი არაფერი მსმენია. იგი 12 წელია მწერალთა სახლს ხელმძღვანელობს და ბუნებასაც კი აქვს 12-წლიანი ციკლი. ამიტომ ცვლილებაში ცუდს არაფერს ვხედავ, მით უფრო, რომ ქალბატონი ნატა, ვფიქრობ, შემდგომშიც – ახალ ასპარეზზე, ბევრ კარგ საქმეს გააკეთებს.

ქეთევან დუმბაძის დანიშვნას აშკარად აქვს პოლიტიკური შემადგენელი, ასე არავინ ტოვებს პარლამენტს. ანუ რაღაც არის აწ პოლიტიკური ნიუანსი. ცენზურა, ცენზორი არ დაიწყოთ იმათ, ვინც მწერალთა სახლის ფუნქცია დანიშნულება არც იცით. თუ ვინმე იტყვის, რომ მწერლობა არ იცნობს ქეთევან დუმბაძეს, როგორც შემოქმედს, რავი, ეს მათი პრობლემაა. იგი არაერთი წიგნის მთარგმნელია და საკმაოდ კარგი.

“რუსული კანონი” საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის კი არა, ამ უმრავლესობის მხარდამჭერების ლაქაა.

წულუკიანი კი არა, კულტურის მინისტრი ნიშნავს და ათავისუფლებს ხო, მაგრამ იყოს აქცენტი წულუკიანზე. ვინც უნდა დაენიშნა, ხომ მისი დანიშნული იქნებოდა არა?

ვისთან უნდა გაევლო კონსულტაციები? რომელ მწერლებთან, რომლებიც მის მინისტრობას არც აღიარებენ? და რომ გაევლო “კარგი თეა” იქნებოდა? ვინ უნდა დაენიშნა რომ არ “გველანძღა”? რას ვერჩი, მაგრამ ლაშა ბუღაძე, რატი ამაღლობელი? დათანხმებოდნენ ლაშა ან რატი და მიიღებდნენ ამ შეთავაზებას “პირსისხლიანი ჟამდარმისგან”? თუ კი, მაშინ მათი მორალური სტანდარტი უნდა დავაყენოთ ეჭვქვეშ.

კარგით რა – რაღაც ლოგიკა ხომ უნდა იყოს მსჯელობაში და კრიტიკაშიც? მმართველი პარტიის პოლიტიკას არ ეთანხმებით და კონსულტაციებს ითხოვთ კონკრეტულ თანამდებობებზე? ჩემთვის ეს სხვა რამეს ნიშნავს და პირდაპირ ვიტყვი – ჯერაც ვერ თმობთ კომფორტის ზონას. სწორედ ეს თქვენი დაუსრულებელი, დაუოკებელი კომფორტის სურვილია ასე აზროვნების საშუალებას რომ გაძლევთ.

კიდევ ერთხელ მადლობა ქალბატონ ნატას გაწეული საქმიანობისთვის.

ქალბატონ ქეთის კი ცხოვრებამ ერთხელაც მისცა შანსი, ვნახოთ როგორ გამოიყენებს მას“, – წერს გოჩა მირცხულავა Facebook-ზე.

ცნობისთვის, ქეთევან დუმბაძე საქართველოს მწერალთა სახლს 2023 წლის 4 სექტემბრიდან უხელმძღვანელებს. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა შესაბამისი ბრძანება უკვე გამოსცა. 2023 წლის საშემოდგომო სესიაზე მწერალთა სახლის ახალ ხელმძღვანელს, კანონით დადგენილი წესით, საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები