გიორგი წერეთელი: დღეს, სტიქიის ზონაში ჩარჩენილი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის დროებითი მისასვლელი გზა გაკეთდა
“დღეს, გავაკეთეთ დროებითი მისასვლელი გზა სტიქიის ზონაში ჩარჩენილი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის. 10 მანქანა უკვე გადმოვიყვანეთ”, – ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი წერეთელმა განაცხადა.
მისივე თქმით, საავტომობილო გზების დეპარტამენტი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს აქტიურად აწარმოებს.
„მერვე დღეა, საავტომობილო გზების დეპარტამენტი აქტიურად აწარმოებს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები და 100-მეტი ტექნიკა ჰყავს მობილიზებული დეპარტამენტს. დღეს გავაკეთეთ დროებითი მისასვლელი გზა სტიქიის ზონაში ჩარჩენილი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის. 10 მანქანა უკვე გადმოვიყვანეთ, დანარჩენებთან დაკავშირებით ველოდებით ავტომფლობელებს. როგორც კი მოვლენ ისინი, მათაც დავეხმარებით სატრანსპორტო საშუალებების ონის მხარეს გამოყვანაში“, – აცხადებს გიორგი წერეთელი.
ბოლო მონაცემებით, 3 აგვისტოს შოვში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანი იმსხვერპლა.