თავად ფოტოს ავტორი წერდა, სითბურმა კამერამ “ცოცხალი ორანიზმები” დააფიქსირა, ვინ/რა იყო ეს ორგანიზმები, ვერ ამბობდა და ვერც იტყოდა – ლაშა ბერულავა სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებზე
აქ რაც წერია, სრული სისულელეა: ბოდიში ავტორთან (დავით მახარაძესთან) და მათთან, ვინც ეს აიტაცეთ,- ამის შესახებ ჟურნალისტი ლაშა ბერულავა წერს და სოციალურ ქსელში გავრცელებულ დრონით გადაღებულ კადრებს ეხმაურება.
“ეს ფოტო ვნახე გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში და ზუსტად მახსოვს, აღწერაში თვითონ ავტორი წერდა, (მერე მივწერე კიდეც), რომ “დაზუსტებით არაფრის თქმა არ შეიძლება”, მაგრამ სითბურმა კამერამ “ცოცხალი ორანიზმები” დააფიქსირა. ვინ/რა იყო ეს ორგანიზმები, ვერ ამბობდა და ვერც იტყოდა დანამდვილებით.
თანაც, ზუსტად ვიცი, ეს ფოტო დრონიდან არის სტიქიის მეორე დღეს გამოქვეყნებული, დილით, დაახლოებით ცხრა საათზე.
ასე რომ, ნუ აუგდებთ ხელისუფლებას “ჩასარტყამ” ბურთებს და თუ მაგდენს ვერ ზომავთ, ბადეს მოშორდით საერთოდ…
აგერ, პროფესიონალია ეს ადამიანი, აზიარებს და ნახეთ რას წერს:
“ამ სისულელეს ავრცელებს ეს ადამიანი და ხალხიც კითხულობს და გაუცნობიერებლად ჯერათ.
არ შეიძლება ასეთ თემაზე ასეთი საბავშვო ბაღის დონეზე ლაპარაკი” – წერს ბერულავა.
ინფორმაციისთვის, დავით მახარაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნავს, რომ შოვში, სტიქიის ზონაში 4 აგვისტოს დრონმა ცოცხალი ადამიანები დააფიქსირა.