თურქეთში ავტობუსი გადაბრუნდა – ათობით დაშავებულია
თურქეთში ავტობუსი, რომელსაც სტამბოლის აეროპორტის თანამშრომლები გადაჰყავდა, გადაბრუნდა. ინციდენტის შედეგად 27 ადამიანი დაშავდა.
ამის შესახებ TRT Haber წერს.
შემთხვევა სტამბოლში ეუფსულთანის რაიონში მოხდა.
გაურკვეველი მიზეზით მძღოლმა მართვის კონტროლი დაკარგა და ავტობუსი ხიდიდან, დაახლოებით ექვსი მეტრის სიმაღლიდან, გადავარდა.
სალონში მძღოლი და 40 თანამშრომელი იმყოფებოდნენ, ავარიის შედეგად 27 ადამიანი დაშავდა.
დაწყებულია გამოძიება.