იტალიის კუნძულ ლამპედუზას მახლობლად, ნავის ჩაძირვისას 41 მიგრანტი დაიღუპა

იტალიის კუნძულ ლამპედუზას მახლობლად, სტიქიის დროს ნავი ჩაიძირა და 41 მიგრანტი დაიღუპა. ამის შესახებ BBC-ი წერს.

გამოცემის ცნობით, სტიქიას გადარჩენილმა ოთხმა ადამიანმა მაშველებს განუცხადა, რომ ნავი, რომლის სიგრძე დაახლოებით 7 მეტრი იყო, გასულ კვირას ტუნისის სფაქსიდან დაიძრა, მაგრამ დიდი ტალღის დარტყმის შემდეგ, რამდენიმე საათში იტალიისკენ მიმავალ გზაზე ჩაიძირა.

გადარჩენილებს შორის ერთ-ერთი 13 წლის ბიჭია. კიდევ ორი მამაკაცია და ერთი ქალი. მათი თქმით, ნავზე მყოფ 45 ადამიანს შორის სამი მცირეწლოვანი იყო.

ადგილობრივმა პროკურორმა, სალვატორ ველამ განაცხადა, რომ მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

იტალიური წითელი ჯვრის და გერმანული საქველმოქმედო ორგანიზაცია Sea-Watch-ის თქმით, ოთხმა მიგრანტმა გადარჩენა სტიქიისას დაზიანებული ნავის მოტივტივე ნაწილების და სამაშველო ჟილეტების დახმარებით მოახერხეს, სანამ ზღვაზე კიდევ ერთი ცარიელი ნავი იპოვეს, რომელშიც რამდენიმე დღე გაატარეს.

CNN-ის ცნობით, მიმდინარე წელს ჩრდილოეთ აფრიკიდან ევროპაში გადასვლისას 1800-ზე მეტმა ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები